„ბარსელონა“ ვერ შეძლებს ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელის რეგისტრაციას #1TVSPORT
„ბარსელონას“ არ შეუძლია ლა ლიგის მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობის ცხრა ფეხბურთელის რეგისტრაცია, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Daily Mail-მა.
წყაროს ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში სახელფასო ბიუჯეტის ორმაგად შემცირებამ საშუალება არ მისცა კლუბს, მოეგვარებინა მოთამაშეების რეგისტრაციის პრობლემა.
ადრე იტყობინებდნენ, რომ კატალონელები განიცდიან სირთულეებს ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკისა და მისი სამწვრთნელო ჯგუფის რეგისტრაციაზე. მიზეზი ანალოგიურია: კლუბმა უნდა გამოათავისუფლოს ან გამოიმუშაოს თანხა, რათა დაარეგისტრიროს გერმანელი სპეციალისტი და მისი გუნდი.