ბარსელონა სელტასთან დამარცხდა
ბარსელონა სელტასთან დამარცხდა

ლა ლიგის 36-ე ტურში ბარსელონამ სელტასთან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა. წყვილის ფავორიტმა და მასპინძელმა, ქალაქ ვიგოს კლუბმა, რომელისთვისაც ჩემპიონატში დასარჩენად ქულებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მეტოქე 2-0 დაამარცხა.

პირველი გოლი მატჩის 67-ე წუთზე მაქსი გომესმა გაიტანა, 88-ზე კი იაგო ასპასმა პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა.

წაგების მიუხედავად, ბარსა ატლეტიკოსთან ცხრაქულიან სხვაობას ინარჩუნებს, რადგან მადრიდელებმაც საკმაოდ ცუდად იასპარეზეს და ესპანიოლთან უშანსოდ დათმეს შეხვედრა ანგარიშით 0:3.

თუმცა, ერნესტო ვალვერდეს გუნდისგან განსხვავებით, ატლეტიკოს შემადგენლობა გადახალისებული არ იყო.
კატალონიელებისთვის მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი უსმან დემბელეს ტრავმა იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდის მაისურით 20 წლის ალექს კოლიადოს დებიუტი შედგა.