„ლაიპციგის“ ნახევარმცველი დანიელ ოლმო ზამთარში შეიძლება „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს. ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწერა, რომ ესპანელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი კატალონელებთან.
Esport3-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ მზად იქნება 23 წლის ფეხბურთელის შესაძენად. გარიგების თანხა 70 მილიონი ევრო იქნება. დანიელ ოლმო კატალონელთა პრიორიტეტული სამიზნეა.
უახლოეს პერიოდში „ბარსელონამ“ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს „ლაიპციგთან“. ოლმოს კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.