„ბარსელონა“ მწვრთნელის რანგში ჩავის ხვალ წარადგენს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მწვრთნელის რანგში ჩავის ხვალ წარადგენს #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩავი ერნანდესს უკვე ხვალ, 5 ნოემბერს წარადგენს.

იუწყებიან, რომ „ბარსელონასა“ და ყატარული კლუბის „ალ სადის“ (რომელთანაც ჩავის კონტრაქტი აკავშირებს) ხელმძღვანელებმა მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავის, როგორც „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის დებიუტი 20 ნოემბერს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგება.

ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ აღზრდილია და კლუბთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა – ფეხბურთელი კატალონიური კლუბის მაისურით 1997 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. 2015 წელს ესპანელი ფეხბურთელი „ალ სადში“ გადავიდა, 2019-დან კი ყატარული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.