„ბარსელონა“ მთავარი მცველის გარეშე - პიკე პსჟ-სთან შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მთავარი მცველის გარეშე - პიკე პსჟ-სთან შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე ტრავმირებულია და 2-3 კვირის განმავლობაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება, – იუწყება კატალონიური კლუბი.

ესპანელი ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტ თარიღს ექიმები არ ასახელებენ, მაგრამ დიდი ალბათობით, პიკე ლა ლიგის 3 შეხვედრას და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

34 წლის მცველი „კოპა დელ რეის“ ფინალში „სევილიას“ წინააღმდეგ დაშავდა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. ცოტა ხნის შემდეგ კი პიკე მოედანზე დაბრუნდა და მატჩი ბოლომდე ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „სევილიას“ სტუმრად 0:2 დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მატჩის 94-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, პიკემ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და თავის გუნდს ფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა. საბოლოო ჯამში, შეხვედრის ბედი დამატებით ტაიმში გადაწყდა. 95-ე წუთზე ბრაიტვაიტმა გაიტანა, საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრას პსჟ-ს წინააღმდეგ 10 მარტს გამართავს. კატალონიელები პირველ შეხვედრაში 1:4 დამარცხდნენ. მთავარი ცენტრალური მცველის დაკარგვის შემდეგ კი რონალდ კუმანის გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.