„ბარსელონა“ მოიზე კინით ინტერესდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ მოიზე კინით ინტერესდება #1TVSPORT

„ბარსელონა“ „ფიორენტინას“ 25 წლის ფორვარდით მოიზე კინით ინტერესდება, – იტყობინება გაზეთი La Gazzetta dello Sport.

იტალიელი ფეხბურთელი განიხილება 36 წლის რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელად. კინის გამოსასყიდი თანხა 52 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე მასზე პრეტენზიას აცხადებენ კლუბები ინგლისის პრემიერლიგიდან, თუმცა მათი სახელები უცნობია.

ამ სეზონში კინმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „ფიორენტინასთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.