„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი აპირებს ქანდაკების დადგმას არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის საპატივცემულოდ.
„ჩვენ „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე ლეო მესის ქანდაკებას აღვმართავთ. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა ლაპორტამ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ განიხილავს მესის კლუბში დაბრუნებას.
არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონაში“ 2005-21 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე 776 მატჩი ჩაატარა, 670 გოლი გაიტანა და 302 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2021 წლის ზაფხულში მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.