„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდის მომდევნო მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდეს, რომელიც დღეს „ლივერპულს“ ავარჯიშებს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport.es-მა.
კლოპის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება. არც ისე წარმატებული შარშანდელი სეზონის მიუხედავად, გერმანელი სპეციალისტი არ ჩქარობს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას. დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ მოუწევს დაელოდოს კლოპის კონტრაქტის ამოწურვას და უკვე შემდეგ გააკეთოს წინადადება. თუმცა, კატალონელებს აქვთ ალტერნატიული ვარიანტები, მაგალითად, კლუბის ლეგენდა ჩავი, რომელიც დღეს ყატარის „ალ-სადს“ წვრთნის.
„ბარსელონას“ ლა ლიგას ცხრა ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ამ სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ხშირად იწერება კატალონური გუნდის მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის დათხოვნის შესახებ.