„ბარსელონა“ იანვარში ახალ თავდამსხმელს აღარ დაიმატებს
„ბარსელონა“ იანვარში ახალ თავდამსხმელს აღარ დაიმატებს

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა თავდამსხმელის შესაძენად არ გამოიყენოს. ესპანურ გრანდს მხოლოდ ერთი დღე რჩებოდა, რათა გუნდში ლუის სუარესის დაშავებით გამოწვეული ცარიელი ადგილი შეევსო, თუმცა კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს მოიმოქმედებენ.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად პიერ-ემერიკ ობამეიანგი მოსწონდა (30 წლის), მაგრამ „არსენალს“ მისი გაშვება არ სურდა და ამიტომ ისეთი თანხა დაასახელა, რომლის გადახდა კატალონიელებს არ უღირდათ.

ბარსელონელთა მეორე არჩევანი როდრიგო მორენო იყო, თუმცა „ვალენსია“ მასში, კატალონიელთა აზრით, ‘გაზვიადებულ თანხას’ ითხოვდა.

რაც შეეხება ლუის სუარესს, მას ოპერაცია გაუკეთდა და, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისამდე მოედანზე ვერ გავა.