„ბარსელონა“ გოლების წვიმაში დასველდა - „ბაიერნმა“ კატალონიელები 8:2 დაამარცხა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მესამე ნახევარფინალისტი „ბაიერნია“, რომელმაც „ბარსელონა“ სარეკორდო ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

ეს უნდა ყოფილიყო ესპანური და გერმანული გრანდების დიდი ბრძოლა, მაგრამ ვიხილეთ მხოლოდ ერთი მსახიობის თეატრი – „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა როგორც დაგეგმა, ყველაფერი იმაზე უკეთ გამოვიდა. გერმანელებმა მთელი თამაში „მაღალი პრესინგით“ გატანჯეს მეტოქე, უამრავი შეცდომა დააშვებინეს და ანგარშიც ლოგიკური იყო.

ამ მატჩმა დაგვანახა ორი რამ: „ბარსელონაში“ მწვრთნელიან-შემადგენლობიანად სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელი. და მეორე – „ბაიერნი“ კორონავირუსის პაუზის შემდეგ მშვენიერ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც მზადაა.

მისი მეტოქე 15 აგვისტოს, „მანჩესტერ სიტი“-„ლიონის“ მატჩის გამარჯვებული იქნება.

 

ბარსელონა-ბაიერნი 2:8

გოლები: მიულერი (0:1, 4), ალაბა (1:1, 7 ს.კ), პერიშიჩი (1:2, 22), გნაბრი (1:3, 28), მიულერი (1:4, 31), სუერესი (2:4, 57), კიმიხი (2:5, 63), ლევანდოვსკი (2:6, 82), კოუტინიო (2:7, 58), კოუტინიო (2:8, 89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი – სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა – სერხი რობერტო (გრიზმანი 46), ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი – ვიდალი – მესი, სუარესი.
ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, ბოატენგი (შულე 76), ალაბა, დევისი (ერნენდესი 84) – გორეტცკა (ტოლისო 84), ალკანტარა – გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი – ლევანდოვსკი.
არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)