„ბარსელონა“ გავის ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ 17 წლის ნახავერმცველი კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ფაბრიციო რომანო.
ჟურნალისტის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გავის ხუთწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.
ფაბრიციო რომანოს ტვიტერის საკუთარ გვერდზე „ბარსელონას“ მწვრთნელის, ჩავის სიტყვებიც მოჰყავს:
„გავი შთამბეჭდავად თამაშობს. მისი პიროვნული მახასიათებლები უცნაურია 17 წლის ასაკის ადამიანისთვის. როცა მე ვიყავი 17 წლის, ყველაფერი გაცილებით ძვირი მიჯდებოდა“.
გავის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში გავიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
Barcelona are confident to extend Gavi’s contract. It’s gonna take some time to sign/announce but new five year deal will be on the table soon. ⭐️🇪🇸 #FCB
“Gavi’s game was spectacular. His personality is surprising at 17. When I was 17, everything cost me more”, Xavi said. pic.twitter.com/5x9yT4CYuL
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 18, 2021