„ბარსელონა“ ესეკილ გარაით აპირებს ტრავმირებული პიკეს შეცვლას
„ბარსელონა“ ესეკილ გარაით აპირებს ტრავმირებული პიკეს შეცვლას

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ესეკილ გარაიმ, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

რამდენიმე ესპანური გაზეთის ინფორმაციით, კატალონური კლუბი ჟერარ პიკეს ტრავმის შემდეგ, დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავს. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ბოლო ტურში პიკემ მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და შეიძლება ექვსი თვე ვერ შეძლოს თამაში.

„ბარსელონა“ აპირებს 34 წლის გარაი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანოს. ამ მომენტისთვის, არგენტინელი უკლუბოდაა, რადგან ზაფხულში მას კონტრაქტი ამოეწურა „ვალენსიასთან“.

გასულ სეზონში გარაიმ 23 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში.