ბარსელონა და რეალი ხელფასებში ყველაზე მეტს ხარჯავენ
ბარსელონა და რეალი ხელფასებში ყველაზე მეტს ხარჯავენ

სტატისტიკურმა პორტალმა Global Sports Salaries Survey-მ​ შეადგინა​ სპორტული კლუბების რეიტინგი ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ხელფასის მიხედვით. კვლევისას შემოწმდა 340 გუნდზე მეტი, რომლებიც სპორტის რვა სახეობასა და 13 ქვეყანას წარმოადგენენ.

პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონამ“. კატალონიური გუნდის ფეხბურთელის საშუალო ხელფასი 11 800 000 ევროს უდრის.

ამ საინტერესო რეიტინგში საფეხბურთო კლუბების პირველი ათეული ასე გამოიყურება –

1. ბარსელონა – 11 800 000
2. რეალი – 9 122 000
3. იუვენტუსი – 7 527 000
4. მანჩესტერ იუნაიტედი – 7 370 000
5. ბაიერნი – 7 163 000
6. ატლეტიკო – 6 941 000
7. პარი სენ-ჟერმენი – 6 884 000
8. მანჩესტერ სიტი – 6 758 000
9. ჩელსი – 5 864 000
10. ლივერპული – 5 483 000

რაც შეეხება საერთო რეიტინგს, ამ სიაში „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემდეგ საკალათბურთო კლუბები – „ოკლაჰომა“ (8 860 000) და „გოლდენ სტეიტი“ (8 830 000) მოდიან.