„ბარსელონა“ და „რეალი“ „ახალი ლუკაკუთი“ ინტერესდებიან
„ბარსელონა“ და „რეალი“ „ახალი ლუკაკუთი“ ინტერესდებიან

მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ დაინტერესებულები არიან პორტუგალიელი ფორვარდის ერკულაკუ ნაბიანის შეძენით, რომელიც სამშობლოში „ვიტორიას“ რიგებში თამაშობს, – წერს ესპანური გაზეთი AS.

16 წლის ფორვარდს „ახალ ლუკაკუს“ უწოდებენ მსგავსი ფიზიკური მონაცემების გამო. ესპანური გრანდების გარდა, ფეხბურთელით „პარი სენ-ჟერმენიც“ ინტერესდება.

ამ მომენტისთვის, ერკულანუ „ვიტორიას“ ახალგაზრდული გუნდის წევრია და მის რიგებში 47 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში შვიდი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.