„ბარსელონა“ და „რეალი“ 16 წლის თურქისთვის იბრძვიან, რომელიც 100 ათასი ევრო ღირს და ორი გოლი აქვს გატანილი

09:21, 17.03.2020

„ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“ დაინტერესებულნი არიან „ფენერბაჰჩეს“ შემტევი ნახევარმცველის ომერ ბეიაზის შეძენით, – იტყობინება გამოცემა „ექსპრესი“.

გამორიცხული არ არის, რომ თურქული კლუბი მზადაა 16 წლის ფეხბურთელის გასაყიდად, რადგან მას 2021 წლის ივლისში უმთავრდება კონტრაქტი.

ამ სეზონში ბეიაზმა თურქეთის 19-წლამდელთა ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 100 ათას ევროს შეადგენს.

მსგავსი