ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ „ბარსელონას“ ახალი შენაძენი ჰყავს. კლუბმა საკუთარი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გამოაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ბრაზილიური “გრემიოდან” 21 წლის ნახევარმცველის არტურის შეძენაზე.
კატალონიელები ბრაზილიელში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, კიდევ 9 მილიონი გათვალისწინებულია ბონუსების სახით. ფეხბურთელი ახალ გუნდს ივლისში შეუერთდება.
გასულ სეზონში არტურმა „გრემიოს“ რიგებში 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გუნდთან ერთად მან მოიგო სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირი – კოპა ლიბერტადორესი.