არტური „იუვენტუსში“ ითამაშებს – ტურინელები ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს გადაიხდიან

22:06, 23.06.2020

„იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ ბრაზილიელ არტურ რამოსის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, იუწყება „სკაი სპორტს იტალია“. წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ოდენობა 80 მილიონ ევროს შეადგენს, ფეხბურთელის ხელფასი კი ტურინულ გუნდში წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ არტური „ბარსელონაში“ 2018 წელს ბრაზილიური „გრემიოდან“ გადავიდა. წლევანდელ სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 19 მატჩი გამართა და სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი