არტური „იუვენტუსში“ ითამაშებს - ტურინელები ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს გადაიხდიან
„იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ ბრაზილიელ არტურ რამოსის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, იუწყება „სკაი სპორტს იტალია“. წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ოდენობა 80 მილიონ ევროს შეადგენს, ფეხბურთელის ხელფასი კი ტურინულ გუნდში წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ არტური „ბარსელონაში“ 2018 წელს ბრაზილიური „გრემიოდან“ გადავიდა. წლევანდელ სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 19 მატჩი გამართა და სამი გოლი გაიტანა.