„ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ფეხბურთელებს გაცვლიან #1TVSPORT
„ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ფეხბურთელებს გაცვლიან #1TVSPORT

„ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ, – ამის შესახებ გამოცემა Abendzeitung-მა დაწერა.

ტურინულ კლუბში, შესაძლოა, ფრანგი მცველი ბენჟამენ პავარი გადავიდეს, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მიუნხენში ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური გაემგზავრება.

ამგვარი გარიგება იმას უკავშირდება, რომ „ბაიერნი“ არც ისე კმაყოფილია პავარის თამაშით, თან ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურს. თავის მხრივ, პავარი მოსწონს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის. ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონში არტურს მცირე სათამაშო დროს უთმობს.