„იუვეენტუსმა“ დიბალას კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა #1TVSPORT
„იუვეენტუსმა“ დიბალას კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა #1TVSPORT

ტურინის „იუვეენტუსმა“ გაიწვია საკუთარი წინადადება ფორვარდ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებაზე, – ამტკიცებს ვებ-გვერდი Calciomercato.

არგენტინელის ამჟამინდელი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დიბალა წელიწადში 7.5 მილიონ ევროს იღებს, 2022 წლის ზაფხულში იწურება. „იუვენტუსმა“ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა – სეზონში 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით, მაგრამ დიბალას წარმომადგენლებმა 15 მილიონი მოითხოვეს. პასუხად, ტურინელებმა უარი თქვეს თავის წინადადებაზე და დათანხმდნენ ხელშეკრულებას მიმდინარე პირობებით.

„იუვენტუსსა“ და დიბალას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც არგენტინელმა თავის თანაგუნდელებთან – უესტონ მაკენისთან და არტურთან ერთად ანტიკოვიდური პროტოკოლი დაარღვია. ამის გამო, სამივე ფეხბურთელი ჩამოაშორეს სერია A-ს ბოლო მატჩს „ტორინოსთან“ (2:2).

დატოვე კომენტარი