„ბარსელონამ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველთან ბერნარდო სილვასთან პირადი კონტრაქტის პირობებზე, – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს და უახლოეს დღეებში „ბარსელონა“ ოფიციალური წინადადებით მიმართავს „სიტის“ ფეხბურთელის ტრანსფერზე. კატალონელები მზად არიან პორტუგალიელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.
უფრო ადრე „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ არ გამორიცხა ამ ზაფხულს სილვას გუნდიდან წასვლა, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სურს მისი გუნდში შენარჩუნება.