„ბარსელონა“ ამ ზაფხულს ტრანსფერებისთვის 200 მილიონ ევროს დახარჯავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ამ ზაფხულს ტრანსფერებისთვის 200 მილიონ ევროს დახარჯავს #1TVSPORT

კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 200 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, – იუწყება „მარკა“.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა „ბარსელონას“ მენეჯერებმა საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციების 10 პროცენტის გასხვისებით მოიპოვეს, რომელიც ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ 207,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

აღნიშნავენ, რომ კატალონიელები ტელეტრანსლაციის კიდევ 15 პროცენტის გაყიდვას აპირებენ, ამჯერად 400 მლიონ ევროდ.