„ბარსელონა“ ალაბასთვის ბრძოლას გამოეთიშა
„ბარსელონა“ ალაბასთვის ბრძოლას გამოეთიშა

კატალონიური ბარსელონა დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს დავიდ ალაბას გადაბირებას – ამის შესახებ ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს.

სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა ამტკიცებს, რომ „ბარსელონა“ ავსტრიელის შეძენას აღარ ეცდება, რადგან ფეხბურთელის აგენტ, პინი ზაჰავისთან შეხვედრის შემდეგ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო მოთამაშისთვის იგივე პირობების შეთავაზება რასაც ალაბას მადრიდის „რეალი“ სთავაზობს.

როგორც „მარკა“ იუწყება, დავიდ ალაბა ზაფხულში სამეფო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.