ლიონელ მესის გარდა, მომავალ სეზონში „ბარსელონაში“ დარჩება ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო.
„მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, კატალონური კლუბი არ აპირებს კიდევ ერთხელ ბრაზილიელის იჯარით გაშვებას, მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კი გამოუცხადა კოუტინიოს, რომ ახალ სეზონში მისი იმედი აქვს.
მანამდე ფეხბურთელი ვადაზე ადრე გამოვიდა შვებულებიდან, რათა „ბარსელონასთან“ ერთად დაეწყო ვარჯიში.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა 38 მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ რიგებში, 11 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან სამი ტურნირი მოიგო – გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.