ბარაკ ობამა - პანდემიამ საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა წარმოდგენას, რომ ხალხმა, ვინც აშშ-ს მართავს, იცის, რას აკეთებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აშშ-ის ხელისუფლება გააკრიტიკა. „პანდემიამ საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა წარმოდგენას, რომ ხალხმა, ვინც ქვეყანას მართავს, იცის, რას აკეთებს“, – ამის შესახებ მან ვიდეოჩართვისას ისაუბრა, რომლითაც ისტორიულად შავკანიანთა კოლეჯებისა და უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მიმართა.
ობამას თქმით, „მათგან ბევრი იმითაც კი არ იწუხებს თავს, რომ მოაჩვენოს, თითქოს მართლაც მმართველია“.
ობამამ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა უმცირესობათა ჯგუფები და განაცხადა, რომ მსგავსი დაავადებები ხაზს უსვამს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორებებს; ტვირთს, რომელიც შავკანიან მოსახლეობას ისტორიულად თან სდევს.
მან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მოუწოდა, იზრუნონ ერთმანეთზე.
„ჩვენი საზოგადოება და დემოკრატია მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთზეც ვფიქრობთ“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.