ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები მტკვარშიც მიმდინარეობს
ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები მტკვარშიც მიმდინარეობს

ბარ „ბაუჰაუსის“ დაკარგული ორი თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებები მდინარის ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში რვაკაციანი ჯგუფი მონაწილეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აცხადებენ რომ, „ბაუჰაუსის“ თანამშრომლების გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.