თბილისში ბარ „ბაუჰაუსის“ ორ თანამშრომელს ეძებენ
თბილისში ბარ „ბაუჰაუსის“ ორ თანამშრომელს ეძებენ

თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის, „ბაუჰაუსის“ ორ თანამშრომელს ეძებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ პოლიციაში შეტყობინება გუშინ დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა.

„ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აცხადებენ შსს-ში.