ბაქოში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია. როგორც ინტერნეტპორტალი „რეპორტი“ (Report) იუწყება, რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ისინი კვამლით მოიწამლნენ.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია ვერტმფრენი და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ჟურნალისტების ცნობით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე შენობებსაც გადაედო.