ბაქოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს სულ თერთმეტი ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა კვამლით მოიწამლა. ხანძრის ჩაქრობის დროს ტრამვირებულია ერთი მეხანძრე, რომელიც სხვებთან ერთად საავადმყოფოშია მოთავსებული.
სავაჭრო ცენტრ „დიგლასში“ ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა და სწარაფად მოედო შენობას. ცეცხლის ლოკალიზებაში ჩართული იყო საგანაგებო სიტუაციების სამსახური და ვერტმფრენი.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 20 მილიონ დოლარს აღწევს.