ბაქოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობის დროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სავაჭრო ცენტრ „დიგლასში“ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენიც.
მეხანძრეების თქმით, ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს. დამწვარია ათობით მაღაზია, მოქალაქეები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.