ბაქოს გრნდ სლემზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს სტარტს აიღებს გრანდ სლემ ძიუდოში. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენით გამოვა (9 მამაკაცი და 2 ქალი). ჩვენს გუნდში გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტებთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა ძიუდოისტიც იასპარეზებს.
დღეს ტურნირზე მედლების მოპოვებას ორი ქართველი შეეცდება. 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი და ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილი იასპარეზებენ. შეჯიბრებაზე ორივე ქართველი მეორე წრიდან იჭიდავებს. მარგველაშვილი ბაჰრეინის წარმომადგენელ რამაზან კოძაკოვს შეხვდება, თუთაშვილის მეტოქე კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი იქნება.
ბაქოს გრანდ სლემზე წინასწარი დაპირისპირებები 11:00 დაიწყება,ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.