ბაქოს გრანდ სლემის მეორე დღე ქართველებისთვის უმედლოდ დასრულდა #1TVSPORT
ბაქოს გრანდ სლემის მეორე დღე ქართველებისთვის უმედლოდ დასრულდა #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი გამოვიდა. ჯუმბერ მელაძემ, რომელიც 73კგ-ში ასპარეზობს, პირველ წრეში ბრაზილიელ სიქუეირას სძლია. მეორე ეტაპზე ქართველი სპორტსმენი რუს მაჰმადბეკოვს შეხვდა და ფაქტობრივად უბრძოლველად დამარცხდა. ასევე წარუმატებელად გამოვიდნენ ტურნირზე თორნიკე ფოლადიშვილი (81კგ) და გიგა გიგაური (81კგ), რომლებიც პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და გათამაშებას დაემშვიდობნენ.

ხვალ ბაქოს გრანდ სლემზე ოთხი ქართველი გამოვა.ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე (100კგ) ტურნირზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე 60 კგ წონით კატეგორიაში, ახალგაზრდა ქართველმა, ჯაბა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან რუსი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა.