ბაქო ევრო 2020-ის მასპინძლობაზე უარს არ ამბობს
ბაქო ევრო 2020-ის მასპინძლობაზე უარს არ ამბობს

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ დაუდასტურა უეფას, რომ ქვეყნის დედაქალაქი ბაქო 2021 წელს ევრო 2020-ის მატჩებს მიიღებს.

ბაქოში ჩატარდება ოთხი მატჩი: სამი „ა“ ჯგუფში და ერთი მეოთხედფინალი. ქალაქის მზადყოფნის შესახებ დამატებითი დოკუმენტები უეფაში აპრილის ბოლო გაიგზავნება.

უფრო ადრე, ერთი წლით გადადებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა დაადასტურეს ლონდონმა, დუბლინმა, ბუქარესტმა და კოპენჰაგენმა.

ევრო 2020-ს ოფიციალურად 12 ქალაქი უმასპინძლებს – ლონდონი, მიუნხენი, ბაქო, რომი, ბუქარესტი, დუბლინი, კოპენჰაგენი, ბილბაო, გლაზგო, ბუდაპეშტი, ამსტერდამი და სანკტ-პეტერბურგი, თუმცა, ჯერ ყველას არ დაუდასტურებია – აპირებს თუ არა 2021 წელსაც ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას.

კონტინენტის პირველობა 2021 წელს 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

დატოვე კომენტარი