ბაქო გრანდ სლემს 5-7 ნოემბერს უმასპინძლებს #1TVSPORT
ბაქო გრანდ სლემს 5-7 ნოემბერს უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში გასამართ გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს.

ტურნირზე, რომელიც 5-7 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება, 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, 66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, 73 კგ – ჯუმბერ მელაძე, 81 კგ – თორნიკე ფოლადაშვილი, გიგა გიგაური, 90 კგ – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, 100 კგ – ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე.

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი კაცებისა და ქალი ძიუდოისტების გარეშე გამოვა.