ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუს სპორტსმენებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესეს #1TVSPORT
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც რუსი სპორტსმენები ვერ შეძლებენ ამ ქვეყნებში ჩასვლას. ეს აკრძალვა 19 სექტემბრიდან შევა ძალაში.
„ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შეათანხმეს ერთობლივი რეგიონალური მიდგომა, გამოხატეს პოლიტიკური ნება და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს – შემოიღონ დროებითი ნაციონალური ზომები რუსი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ვიზები გააჩნიათ. შეიზღუდება შენგენის ზონაში შესვლა რუსი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ ტურისტული, კულტურული, სპორტული თუ საქმიანი მიზნებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, – წერია პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.