ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის წინააღმდეგ გამოდიან
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ განცხადებები დიპლომატებმა ტალინში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასთან. როგორც ისინი ამბობენ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს მოკავშირეების დახმარების იმედი აქვთ და ევროპაში უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ყოფნას უჭერენ მხარს.
შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის გაყვანას აპირებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ჯარისკაცების ნაწილი ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთში გადავა. ამის მიზეზად ტრამპმა ის ფაქტი დაასახელა, რომ გერმანია თავდაცვაზე საკმარისი ოდენობით სახსრებს არ ხარჯავს.