თურქული „ადანა დემირსფორის“ იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი ახლოს არის შვეიცარიის „სიონში“ გადასვლასთან.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, 31 წლის თავდამსხმელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები შვეიცარიულ კლუბთან, რომელიც ახლა „ადანას“ უნდა მოელაპარაკოს ტრანსფერის თანხაზე.
ადრე „სიონის“ პრეზიდენტმა კრისტიან კონსტანტინმა დაადასტურა ბალოტელისთან მოლაპარაკებების ფაქტი.
გასულ სეზონში ბალოტელიმ „ადანა დემისფორის“ რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.