ბაკურიანი 2023 | საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი - ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით #1TVSPORT
ბაკურიანი 2023 | საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი - ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით #1TVSPORT

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს.

როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

„ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ჩემთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა. ბაკურიანში მოკლე დროში მართლაც სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოხერხდა, ძალიან ამაყები ვართ თქვენით, განსაკუთრებით, ფინალური ეტაპების ჩატარებით“, – აღნიშნავს რობი მორესი.