ბაკურიანი 2023 | რევაზ ნაზღაიძემ პარალელური გიგანტური სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა #1TVSPORT
ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 19 თებერვალს შეჯიბრება პარალელურ გიგანტურ სლალომში იმართება.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა მიიღო ქართველმა სპორტსმენმა, რევაზ ნაზღაიძემ, რომელიც საუკეთესო 32-ში ვერ მოხვდა და ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა.
პარალელური გიგანტური სლალომის ფინალური ეტაპი 12:00-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება და მასშტაბურ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე უმაღლესი დონის სპორტსმენი იასპარეზებს.