ბაკურიანი 2023 | მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა გუნდურ აირეალში და პარალელურ გიგანტურ სლალომში.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა რევაზ ნაზღაიძე, რომელიც პარალელურ გიგანტურ სლალომში საუკეთესო 32 სპორტსმენში ვერ მოხვდა.
ამ დისციპლინაში მამაკაცებში გამარჯვებული პოლონელი ოსკარ კვიატოვსკი გახდა, ხოლო ქალებში – 19 წლის იაპონელი მიკი ტუბაკი. გუნდურ არეალში ოქროს მედლები ამერიკის ნაკრებმა მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება – შეჯიბრების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.