„ბაიერნში“ ტუხელის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა #1TVSPORT
„ბაიერნში“ ტუხელის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნში“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

გამოცემა TZ-ის ჟურნალისტების მანუელ ბონკესა და ფილიპ კესლერის მონაცემებით, ზოგიერთი ფეხბურთელი „მოთმინებას კარგავს“ მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში. მათ მიაჩნიათ, რომ 50 წლის სპეციალისტს თითქმის არ აქვს გავლენა გუნდზე და მისი განვითარება სათამაშო თვალსაზრისით პრაქტიკულად გაჩერებულია.

ასევე ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ ეპყრობა მათ ტუხელი. შემადგენლობა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ცხადდება, რის გამოც მოთამაშეებს უჭირთ თავიანთ როლთან შეგუება. გარდა ამისა,მწვრთნელს მათთან ნაკლები კომუნიკაცია აქვს – ეს ეხება ინდივიდუალურ საუბრებს. ძირითადად, ფეხბურთელებს კონტაქტი აქვთ ტუხელის ასისტენტებთან.

თომას ტუხელი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის გაზაფხულზე დაინიშნა. ამ მომენტისთვის გუნდი ბუნდესლიგის შვიდი ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.