„ბაიერნში“ გლობალური ცვლილებები დაანონსდა #1TVSPORT
„ბაიერნში“ გლობალური ცვლილებები დაანონსდა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ახალმა სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ზაფხულში მიუნხენურ კლუბში სერიოზული ცვლილებები მოხდება.

„ვფიქრობ, გუნდში ბევრი რამ არის შესაცვლელი! „ბაიერნი“ გამოეთხოვება თავის მწვრთნელს, მაგრამ შედეგები მხოლოდ მწვრთნელის პრობლემა არ არის. ზაფხულში გლობალური ცვლილებები გველოდება.

ჩვენი გუნდი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას და აპირებს, გავიდეს ამ ტურნირზე მომდევნო წელს. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გამოჩნდა გუნდი, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას დანარჩენებზე. „ლევერკუზენი“ დამსახურებულად გახდება გერმანიის ჩემპიონი“, – მოჰყავს ებერლის სიტყვები Sky Germany-ს.

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ შეხვდება. ბუნდესლიგაში მიუნხენური კლუბი მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლევერკუზენს“ 16 ქულით ჩამორჩება. მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს.