პრესაში ადრე გავრცელებული ჭორების მიუხედავად, „ბაიერნი“ არ განიხილავს ზინედინ ზიდანს ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე. ამის შესახებ წერს გაზეთი Bild.
წყაროს ცნობით, მიუნხენურ კლუბს დღემდე არ დაუმყარებია პირდაპირი კონტაქტი ფრანგ სპეციალისტთან, რადგან „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას არ მიაჩნია 51 წლის ზიდანი „დიდ ტაქტიკოსად და პიროვნებად“, რომელსაც ხელეწიფება მიუნხენური კლუბის სპორტული პროექტის რესტარტი. გარდა ამისა, „ბაიერნის“ ბოსებს არც ის ფაქტი მოსწონთ, რომ ზიდანმა არ იცის გერმანული ენა, ხოლო ინგლისურ ენას ცუდად ფლობს.