ბაიერნს ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელება სურს
ბაიერნს ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელება სურს

ბაიერნი მოლაპარაკებებს აწარმოებს რობერტ ლევანდოვსკისთან 2023 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გაგრძელებაზე, – წერს გაზეთი ბილდი (Bild). პოლონელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2020-21 წლების სეზონი ბოლომდეა ძალაში.

ახალი კონტრაქტის მეშვეობით, ლევანდოვსკი გერმანიის ვიცე-ჩემპიონის რიგებში 34 წლის ასაკამდე დარჩება.
ამ სეზონში ლევანდოვსკიმ 33 ოფიციალურა მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის 195 გოლით გერმანიის ჩემპიონატში ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირია, ასევე მესამეა ბაიერნში გატანილი გოლებით (120).