„ჰოფენჰაიმის“ ფორვარდი არმინდო ზიბი „ბაიერნში“ გადავიდა, – ინფორმაციას თავად მიუნხენური კლუბი, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
არმინდო ზიბი 17 წლისაა და ასპარეზობას „ბაიერნის“ ახალგაზრდული გუნდიდან დაიწყებს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის U-17-ში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.