„ბაიერნმა“ ზიულეს წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ზიულეს წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ბაიერნის“ მცველი ნიკლას ზიულე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს მიუნხენურ კლუბს. ეს ინფორმაცია გააჟღერა პრესკონფერენციაზე გერმანიის ჩემპიონის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა.

ადრე პრესამ დაწერა იმის შესახებ, რომ ზიულემ უარი თქვა ახალ კონტრაქტზე 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით. 26 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, კარიერა „ნიუკასლში“ გააგრძელოს.

„ზიულესთან მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობდა. ჩვენ წინადადებით მივმართეთ. მან ის არ მიიღო და უნდა კლუბის დატოვება სეზონის დასრულების შემდეგ. ჩვენ ბუნებრივად ვუდგებით საკონტრაქტო წინადადებებს. გვაქვს გარკვეული ფინანსური პირობები. ეს ნორმალურია ბიზნესში, რომ ხანდახან შეიძლება ვერ მიაღწიო შეთანხმებას“, – განაცხადა კანმა.

ზიულე „ბაიერნში“ 2017 წლიდან თამაშობს.