„რეალი“ კიმიხსა და როდრის ტონი კროოსის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT
„რეალი“ კიმიხსა და როდრის ტონი კროოსის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ დაიწყო გერმანელი ტონი კროოსის შემცვლელის ძიება, რომელიც ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას.

ესპანეთის ჩემპიონი ინტერესდება „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველებით – იოზუა კიმიხითა და როდრით.

კიმიხის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მის შესაძენად „რეალს“ 60-70 მილიონი ევრო დასჭირდება. უფრო ადრე იწერებოდა გერმანელი ფეხბურთელის მიმართ „ბარსელონას“ დაინტერესებაზე.

როდრის მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულში იწურება.