„ბაიერნმა“ სადიო მანეს აცნობა, რომ ახალ სეზონში მის გამოყენებას არ აპირებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ გუნდის ფორვარდს, სადიო მანეს აცნობა, რომ არ აპირებს მომავალ სეზონში მასზე აქცენტის გაკეთებას.
ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სენეგალელი ახლოს არის საუდის არაბეთის „ალ-აჰლიში“ გადასვლასთან, რომელიც თავდამსხმელს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 20 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
გერმანიის ჩემპიონს სურს ფეხბურთელის გაყიდვა სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვის მიზნით.
მანე „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ შარშან ზაფხულში გადავიდა 32 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში 31 წლის სენეგალელმა 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.