„ბაიერნმა“ ქართველ გულშემატკივარს მადლობა მშობლიურ ენაზე გადაუხადა
„ბაიერნმა“ ქართველ გულშემატკივარს მადლობა მშობლიურ ენაზე გადაუხადა

მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წარწერით – „დიდი მადლობა“, ფოტო გამოქვეყნდა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა, ამ პოსტით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მყოფ საკუთარ ქომაგს ახალი წელი მიულოცა და 2018 წელს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა. „რეკორდმაისტერის“ ფეისბუქ გვერდმა გამოიყენა ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გამომწერები სპეციალურად იმ ქვეყნისთვის შექმნილ ფოტოს და პოსტს ხედავდნენ, რომელშიც იმყოფებიან.

შესაბამისად „ბაიერნის“ გვერდის სიახლეების საქართველოდან გამომწერებს, დახვდათ ფოტო რომელზეც ქართულად აწერია „დიდი მადლობა“, პოსტზე კი ასეთი შინაარსის ტექსტია: ძვირფასო გულშემატკივრებო საქართველოდან, მადლობა რომ მხარს გვიჭერდით 2018 წელს! ერთად გავიღოთ ყველაფერი 2019 წელს!