გერმანიის ჩემპიონმა „ბაიერნმა“ ტვიტერის საკუთარ გვერდზე 2020-21 წლების სეზონისთის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა.
ეკიპირება შესრულებულია კლუბისთვის ტრადიციულ წითელ ფერში, თეთრი ზოლებით საყელოზე და სახელოებზე. „ბაიერნის“ ტექნიკური სპონსორია კომპანია „ადიდასი“.
„ბაიერნი“ შვიდქულიანი უპირატესობით ლიდერობს გერმანიის ჩემპიონატში, 10 ივნისს კი საკუთარ მოედანზე ელოდება გერმანიის თასის ნახევარფინალი „აინტრახტთან“.